2008-12-05
სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

“დღეს დილით 79 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი სასულიერო პირი და ქართული ეკლესიის დიდი მეგობარი”, _ ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქზე საუბრისას წარმოთქვა.

მანამდე უწმინდესმა საპატრიარქოში ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. უწმინდესმა რუსეთის სინოდის წევრებსა და მრევლს სამძიმარი გამოუცხადა.

“იგი 18 წელი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. გარდაიცვალა დიდი სასულიერო პირი და ქართული ეკლესიის დიდი მეგობარი. თანაგრძნობას ვუცხადებ მთელი რუსეთის მრევლს, მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდს, მორწმუნეებს. ღმერთმა აცხონოს და ნათელში დააწესოს მისი უკვდავი სული”, _ ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმინდესის სამძიმრის წერილი რუსეთის საპატრიარქოს დღესვე გაეგზავნა. დგინდება, თუ როდის გაემგზავრება საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში და ვინ უხელმძღვანელებს მას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 2008 წლის 14 ოქტომბერს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – “უფლის კვართის ორდენი” მიენიჭა .

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო _ “უფლის კვართის ორდენი” მიენიჭა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ჯილდო მანგლისისა და წავკისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ სინოდის სახელით გადასცა. როგორც მეუფემ ბრძანა, “უფლის კვართის ორდენი” პატრიარქს აღსაყდრებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისდამი სიყვარულისა და მოკრძალების აღსანიშნავად გადაეცა.
უწმინდესმა სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს ორდენის მინიჭებისთვის და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
“ქართველი ერი ბედნიერია, რადგან შემთხვევით არ არის, რომ აქ ჩამობრძანებული ილია წინასწარმეტყველის ხალემი, უფლისა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის კვართები”,-ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მკვდრეთით აღმდგარი ეკლესია უწოდა და ერს სარწმუნოებაში გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ვულოცავთ ქუთაის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტს მის მაღალყოვლდუსამღვდელოესობას მეუფე კალისტრატეს 70 წლის იუბილეს.

ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მისი მაღალყოვლდუსამღვდელოესობა მეუფე კალისტრატე. (შოთა მარგალიტაშვილი) განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ეპარქიის მრევლს და სამღვდელოებას.
მეუფე კალისტრატე თვალსაჩინო მაგალითია ჩვენთვის თავისი სიტყვით, საქმით, ვაჟკაცობით, სიკეთით, სიყვარულით, თავგანწირულობით, საოცარი სიმდაბლით.
ის უკვე 25 წელია ქუთაის–გაენათის ეპარქიაში მოღვაწეობს .
დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ამ მართლაც ღვთისგან გამორჩეულ მღვდელმთავარს. დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ საიტის მღვდელთმსახურთა რუბრიკაში. ეხლახან ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

26 ოქტომბერი. – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული .

წლის მანძილზე ხუთჯერ აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ანუ ტაძრის დღე.
ღვთისმშობლის ხატის დღეებია:
25 თებერვალი. –
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი ( აღდგომის მესამე დღე ).
4 სექტემბერი. –
9 ოქტომბერი. –
26 ოქტომბერი. –


ჩვენი ტაძრის მრევლი განსაკუთრებით აღნიშნავს ყველა ამ დღესასწაულს. ლოცვით,აღსარებით, წირვით, ზიარებით. ჩვენს მეუფეს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ,როგორც თვითონ აღნიშნავს ,განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ტაძარი და ყოველთვის აღავლენსს საზეიმო წირვას ჩვენს ტაძარში. მეუფე კალისტრატემ ეხლაც აღავლინა საზეიმო წირვა , დალოცა მრევლი და მღვდელმსახურნი. ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსიმ მრევლის და სამღვდელოების სახელით კიდევ ერთხელ ამბიონიდან მიულოცა მეუფე კალისტრატეს იუბილე და ეპარქიაში ნაყოფიერი მოღვაწეობის ოცდახუთი წლისთავი. საზეიმო წირვა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ და პრესამ.
იხილეთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტომასალა.

რეზო ჩხეიძის 80 წლის იუბილე ქუთაისში .

ოქტომბერში ჩვენს ქალაქს დიდი ქართველი კინორეჟისორი – ბატონი რეზო ჩხეიძე ეწვია. ქუთათურებმა მართლაც თბილი შეხვედრა მოუწყვეს თანაქალაქელ რეჟისორს. საიუბილეო საღამო ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა – მეუფე კალისტრატემ გახსნა. „ თუ დღეს ჩვენს ქალაქში არსებობს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ეს ბატონი რეზოს უდიდესი დამსახურებაა. ის ისევე დიდი მართლმადიდებელია როგორც რეჟისორი. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი მამულიშვილები…“ აღნიშნა მეუფემ. ბატონ რეზოს დაბადებიდან 80 წელი მიულოცა და საჩუქრად ივერიის ღვთისმშობლის ხატი გადასცა. „ არ შეიძლება ითქვას, რომ მე ქუთაისი მხოლოდ მიყვარს, იმიტომ რომ ქუთაისი ჩემშია და შეიძლება ითქვას მე თვითონ ვარ ქუთაისი. ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია“ – აღნიშნა ბატონმა რეზო ჩხეიძემ. შემდეგ იყო გამომსვლელთა უამრავი მილოცვა და გულთბილი სიტყვა. „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“ – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის ჩვენებაც შედგა იმ საღამოს ქუთაისში. ფილმის დამთავრების შემდეგ დიდხანს ისმოდა მქუხარე ტაში და აპლოდისმენტები. ალბათ სიმბოლური იყო მეუფის მიერ დარიგებული ის სანთლებიც, რომელიც ყველა მაყურებელს ეჭირა ხელში, იქაურობას ანათებდა და სითბოთი და სიყვარულით ასხივოსნებდა ისედაც სიყვარულით სავსე დაუვიწყარ საღამოს.
იხილეთ დაწვრილებით ინფორმაცია ფოტომასალით.

დღევანდელი დღე

IFRAME

დღესასწაულები ახლო მომავალში:

4 დღის შემდეგ 12.12.2008 ხსენება: წმინდისა მღვდელმოწამისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა (VI)
5 დღის შემდეგ 13.12.2008 ხსენება: წმინდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა (62). წმინდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა (502). წმინდისა კათალიკოსისა პეტრე I-ისა (V). წმინდისა კათალიკოსისა სამუელ I-ისა (V-VI)
6 დღის შემდეგ 14.12.2008 ხსენება: წმინდისა წინასწარმეტყველისა ნაომისა (VII ს. ქ. შ.)
7 დღის შემდეგ 15.12.2008 ხსენება: წმინდისა წინასწარმეტყველისა ამბაკოსი (VI ს. ქ. შ.) წმინდისა მამისა ჩვენისა ისე წილკნელ ეპისკოპოსისა (VI)
8 დღის შემდეგ 16.12.2008 ხსენება: წმინდისა წინასწარმეტყველისა სოფონიასი (635-605 წწ. ქ. შ.)

ლოცვები

გთავაზობთ ლოცვებს, რომლებიც ამოკრებილია ინტერნეტგვერდებიდან.

მადლობას ვუხდით ავტორებს და უმორჩილესად გთხოვთ არ ჩათვალოთ ეს პლაგიატად.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.

ამ სურათზე აღბეჭდილია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭის ანუ პორტაიტისა, ათონის მთაზე , ივერონის მონასტრის იღუმენია და მფარველი. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მეცხრე საუკუნიდან. თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა
ბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშემრდომებმა ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით , ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არბევდნენ და ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ხატებს . იმ დროს ქალაქ ნიკეაში, ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ერთადერთ ვაჟთან ერთად. სახლში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ესვენა და მის წინაშე ლოცულობდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვეს და ერთ–ერთმა მათგანმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი გადმოცემის მიხედვით , მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაპირდა ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მერე ზღვის პირას მიიტანა და გულწრფელი ლოცვით ღვთისმშობელს შესთხოვა შველა: „ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა ჩვენ უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმინდა ხატი ჩაძირვისაგან“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და ტალღებს მიანდო. იგი სასწაულის მოწმე გახდა: წმინდა ხატი ზღვის ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისაკენ დაიძრა. ამ ხილვით დამშვიდებულმა ქალმა მადლობა შესწირა წმინდა ქალწულს და ვაჟს შეევედრა გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში . ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა სადაც შემდგომში ივერთა ქართული მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმინდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია. მას შემდგომ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ , შეღამებისას, ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ცამდე წვდებოდა – ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ბრწყინავდა ასე. ბერებმა რამდენჯერმე სცადეს მიახლოება და ხატის ამოსვენება , მაგრამ ამაოდ. იგი ზღვის ნაპირს შორდებოდა და არავის იკარებდა. ამ დროს ივერთა მონასტერში ერთი ქართველი ბერი , სახელად გაბრიელი მოღვაწეობდა. ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ზამთრობით კი მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა. სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმინდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: „ შემოდი ზღვაში , ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.“ გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმინდა ხატი ნაპირზე გამოიყვანა. იმ ადგილას სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში გადაიყვანეს და საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: „ მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად , არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო“. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. იქვე პატარა ტაძარი ააგეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად და საკვირველმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“ ეწოდა. იგი დღემდე ათონის მთაზე იმყოფება ივერონის მონასტერში. .

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრის
მღვდელი ალექსი (სინაურიძის) მიმართვა მრევლისადმი.

გვერდი „ჩემი ტაძარი “ ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით მომზადდა.
ამ გვერდის საშუალებით ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ტაძრის ისტორია, აწმყო , მომავლის გეგმები. ტაძრის ღვთისმსახურნი, მათი ოჯახები, სტიხაროსნები, მედავითენი, მგალობელთა გუნდი. მესანთლეები, მრევლი … ერთი სიტყვით ჩვენი დიდი ოჯახი საერთო სიხარულით პრობლემებით და ტკივილით. ადამიანები , რომელთაც ძალიან უყვართ ჩვენი ტაძარი. შეაქვთ მოკრძალებით წილი ტაძრის მშენებლობაში და შემკობაში. მომავალში კი ღვთის შეწევნით და კეთალი ადამიანების დახმარებით, უფრო დიდი ჯვარგუმბათოვანი ტაძრის აშენებაა დაგეგმილი, რადგან ამ ხუთი წლის განმავლობაში მრევლი გაიზარდა და მადლობა ღმერთს ტაძარი მრევლს ვეღარ იტევს.
ქუთაისში ყოფნისას უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა ახალი ტაძრის მშენებლობის ადგილი და იმედია ღვთის შეწევნით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მეოხებით, პატრიარქისა და მეუფის ლოცვით და მრევლის ლოცვითა და მონდომებით ყველა სიძნელეს დავძლევთ.
„კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდიან მას“ ბრძანებს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენც ამის იმედი გვაქვს .
ღმერთმა დაგლოცოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი
მღვდელი ალექსი (სინაურიძე).
ჩვენთვის ძვირფასია თქვენი აზრი ვებ–გვერდის შესახებ

აქ ჩაწერეთ თქვენი წერილი.


გიხაროდენ ! სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩვენს ტაძარში დაიდებს ბინას.

2008 წლის 17 ივლისი ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი დღეა ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიაში. ამ დღეს თორთლაძეების ოჯახმა ჩვენს ტაძარს წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის მთავარი სიწმინდის, სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ძველთაძველი ასლი შემოსწირა. როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს ხატი დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში უნდა იყოს გადმოწერილი . ის 40 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა ამ ოჯახში. ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა , მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე კალისტრატემ ხატის საპატივცემლოდ ჩვენს ტაძარში პარაკლისი აღავლინა , თავის ქადაგებაში თორთლაძეების ოჯახი დალოცა და მადლობა მოუხადა ძვირფასი შენაწირისათვის. პარაკლისს ასობით ადამიანი დაესწრო და მოილოცა ჩვენი ახლად შეძენილი სიწმინდე.
გთავაზობთ ვიდეომასალას ამ დღის შესახებ.
ინფორმაცია სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის შესახებ. რუსულად
ინფორმაცია სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის შესახებ. ქართულად

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქუთაისის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში

ამ სურათზე აღბეჭდილია ის უბედნიერესი დრო როდესაც, ათონის მთაზე , ივერონის მონასტერში დაწერილმა ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა ისურვა მისივე სახელობის ქუთაისის ტაძარში მოსვენება საქართველოს ყველა კუთხეში მოგზაურობის დროს.ამ დღეებში პატრიარქის ლოცვა კურთხევით უამრავმა ადამიანმა პირველად თქვა აღსარება და ეზიარა. ტარდებოდა ღამის ლოცვები, პარაკლისები, იკითხებოდა დაუჯდომელი ლოცვები. ამავე ტაძრიდან გააცილა ათასობით ქუთაისელმა სასწაულმოქმედი ხატი.
ხატმა მოიარა მთელი საქართველო და ამჟამად დაიდო ბინა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
ხატი გადმოიწერილია ღვთის წყალობით ათინის მთაზე ივერონის მონასტერში საქართველოსათვის. ღვთისმშობლის წილხვედრი ოთხი ადგილიდან, დედამიწაზე მხოლოდ საქართველოა მთელი ქვეყანა რომელსაც მფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

–წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის ბერების სტუმრობა გელათში.

საქართველოში ჩამობრძანებული ათონელი ბერების დელეგაცია 2006 წლის ოქტომბერში გელათის მონასტერს ეწვია., სადაც მათ ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და ადგილობრივი სამღვდელოება მასპინძლობდა. ათონელი ბერები აღფრთოვანებული დარჩნენ ცხრაასწლოვანი სამონასტრო კომპლექსით,აკადემიით,ქუთათურთა სტუმართმოყვარეობით.. ბერები განსაკუთრებით გაახარა იმ ფაქტმა, რომ ქუთაისში, ქალაქის ცენტრში ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია.
==== იხილეთ გვერდი ვრცლად.====


Latest

RSS

Follow

Get every new post delivered to your Inbox.